მოსწავლეთა თვითმმართველობა
ჩვენს სკოლაში ფუნქციონირებს მოსწავლეთა თვითმმართველობა. ეს არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც ყოველ სასწავლო წელს აირჩევა მოსწავლეების მიერ საშუალო (VI – IX კლასები) და საბაზო ( X – XI კლასები) საფეხურებზე.
ჩვენი მიზანია: სკოლაში მოსწავლეთა თვითრეალიზაციის გარემოს შექმნა, სხვადასხა აქტივობებისა და პროექტების განხორციელება, რათა სკოლის ცხოვრება გავხადოთ საინტერესო და მხიარული.
თვითმმართველობა ზრუნავს მოსწავლეთა პრობლემებზე, რომლებიც მათ სკოლაში აწუხებთ და ამ პრობლემების მოგვარების მიზნით ვამზადებთ წინადადებებს სამეურვეო საბჭოში და სკოლის ადმინისტრაციაში.
ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე და დღეს მნიშვნელოვანია ჩვენი გააქტიურება სამოქალაქო საზოგადოების შენების საქმეში.
მოსწავლეთა თვითმმართველობის დევიზია: იყავი აქტიური მოქალაქე.
2008-09 სასწავლო წელს ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე საინტერესო პროექტი მათგან აღსანიშნავია: “საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ” ერთად განხორციელებული პროექტი ნატო და ჩვენი სკოლა (იხილე www.nato-over.blogspot.com) , რომელმაც გაიმარჯვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ოლიმპიადაში. ასევე წელს ჩვენი თვითმმართველობა გახდა “ქუთაისის მოსწავლეთა თვითმმართველობების გაერთიანების” ლიდერი ამ სასწავლო წელს. დაგეგმილი გვაქვს ქუთაისის მოსწავლეთა თვითმმართველობების გამოფენა, (იხ, www. united-pupils-gov.blogspot.com) ასევე ვაწყობთ ელექტრონული მუსიკის საღამოებს, იუმორისტულ დადგმებს, მხიარულ სტარტებსა და სხვ. 2008-2009 სასწავლო წელს მ/თ თავმჯდომარეა, მე-12 კლასის მოსწავლე - ბექა გაბადაძე (http://www.radio-over.blogspot.com/).

კონტაქტი: Contact informacion:
საქართველო, ქუთაისი, ნიკეას 44 Georgia, Kutaisi, Nikeas st. #44
ტელ: ( 831 24094) 898719823 Tel: (+995 331 24094)

ახალი ამბები

  • გამოქვეყნებულია /17.02.2009 დარეგისტრირება 20.02.2009/

25 თებერვალს სკოლაში ტარდება 1921 წლის ოკუპაციისადმი მიძღვნილი საღამო, მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ მოსწავლეთა თვითმმართველობაში. თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ ამ პერიოდის ისტორიული მიმოხილვა. ასევე მოიძიოთ და პრეზენტაცია გაუკეთოთ საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ ფაქტებს...